Infinity Fun!

მომხმარებელთა მხარდაჭერის უფროსი სპეციალისტი

ვაკანსია აქტიურია: 30.06.2023-მდე
ცოდნა და უნარები:

*  აღნიშნულ/მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

*  სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება

*  ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

*  Excel-ის  ცოდნა

*  გამართულად მეტყველების და წერის უნარი

*  დეტალებზე- ორიენტირებულობა

*  ანალიტიკური აზროვნების უნარი

*   გუნდურობა

*   ორგანიზებულობა

*   მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

რისი კეთება მოგიწევს:

*  მომხმარებლების დისტანციური მხარდაჭერა, სხვადასხვა არხების მეშვეობით

*  მომხმარებლებისთვის კომპლექსური მომსახურების უზრუნველყოფა, აქტუალური ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით

* მომხმარებლის მომართვის შესაბამის ჯგუფში სწორად გადამისამართება

*  ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მოსალოდნელი შეფერხებების თავიდან არიდება

*  რეპორტინგი დღის, თვის და წლის ჭრილში

*  დეპარტამენტის არსებულ პროექტებში ჩართულობა

*  მომსახურების გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების გამოჩენა (ცვლილებების, სიახლეების დანერგვა)

*  აღნიშნული პოზიციისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ჩვენთან დაგხვდება

ჯანმრთელობის
დაზღვევა
კორპორატიული დაზღვევა ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის!
კვება
გემრიელი შესვენება ყველა თანამშრომლისთვის!
ჯანსაღი
ცხოვრება
სპორტულ აქტივობებში ჩვენი მიღწევები გვეამაყება!
კონკურენტული
ანაზღაურება
ჩვენთან ანაზღაურება მზარდი და კონკურენტულია!
განვითარების
შესაძლებლობა
შეიცვალე პოზიცია, დაიფინანსე პროფესიული ტრენინგები ან ისწავლე რამე ახალი!
საპენსიო დანაზოგი
თანამშრომლის საპენსიო შენატანს სრულად კომპანია ფარავს!
ჩვენს შესახებ

კროკობეთი არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ონლაინ თამაშების სივრცეში, რომელიც პროფესიონალ გუნდთან ერთად ქმნის საუკეთესო გასართობ სივრცეს და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას, ინოვაციურ გარემოსა და მრავალფეროვან პროდუქტებს