Infinity Fun!

უმცროსი QA ინჟინერი

ვაკანსია აქტიურია: 22.04.2022
ცოდნა და უნარები:

* Manual ტესტირების პრინციპები და ტესტირების ტიპები

* ვებ აპლიკაციის მუშაობის პრინციპები

* API დოკუმენტაციის გარჩევა

* Devtools-ის გამოყენება საბაზისო დონეზე (HTML/CSS-ის მოდიფიკაცია, მოთხოვნებზე დაკვირვება, კონსოლის გამოყენება)

* Postman-ის გამოყენება საბაზისო დონეზე (სხვადასხვა ტიპის მოთხოვნების გაგზავნა, interceptor-ის გამოყენება)

* ტესტ ქეისების გარჩევა და შესრულება

* Jira-სთან ან სხვა bug tracking სისტემასთან მუშაობა

* სასურველია Manual ან/და Automation ტესტირების გამოცდილება

* სასურველია რომელიმე პროგრამული ენის საწყისების ცოდნა (Java, Python, JavaScript…)

რისი კეთება მოგიწევს:

* agile გუნდში მუშაობა, მუდმივი კომუნიკაცია გუნდის ყველა წევრთან

* მონაწილეობა პროდუქტის დაგეგმვაში, ტესტირებასა და გაშვებაში

* პროდუქტის მანუალური და ავტომატური ტესტების დახმარებით გატესტვა

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ჩვენთან დაგხვდება

ჯანმრთელობის
დაზღვევა
კორპორატიული დაზღვევა ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის!
კვება
გემრიელი შესვენება ყველა თანამშრომლისთვის!
ჯანსაღი
ცხოვრება
სპორტულ აქტივობებში ჩვენი მიღწევები გვეამაყება!
კონკურენტული
ანაზღაურება
ჩვენთან ანაზღაურება მზარდი და კონკურენტულია!
განვითარების
შესაძლებლობა
შეიცვალე პოზიცია, დაიფინანსე პროფესიული ტრენინგები ან ისწავლე რამე ახალი!
საპენსიო დანაზოგი
თანამშრომლის საპენსიო შენატანს სრულად კომპანია ფარავს!
ჩვენს შესახებ

კროკობეთი არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ონლაინ თამაშების სივრცეში, რომელიც პროფესიონალ გუნდთან ერთად ქმნის საუკეთესო გასართობ სივრცეს და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას, ინოვაციურ გარემოსა და მრავალფეროვან პროდუქტებს