Infinity Fun!

შერჩევის სპეციალისტი

ვაკანსია აქტიურია: 03.02.2023-მდე
ცოდნა და უნარები:

*  უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროებში

*   მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შერჩევის მიმართულებით

*   სასურველია ტექ-რეკრუტინგის გამოცდილება

*   ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)

*   გუნდურობა

*   ორგანიზებულობა

*   მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

რისი კეთება მოგიწევს:

*   ტალანტების შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა

*   ვაკანსიის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი პლათფორმების გამოყენება რეკრუტინგისთვის

*   სხვადასხვა დასაქმების ფორუმებში და ღონისძიებებში ჩართულობა და იდეების ინიცირება

*   რეპორტინგის და ანალიტიკის წარმოება შერჩევის პროცესის გაუმჯობესების მიზნით

*   სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება შესაბამის რგოლთან ერთად

*   ინიციატივებისა და ახალი იდეების შემუშავება/დანერგვა შერჩევის პროცესის გაუმჯობესებისთვის

*   სხვადასხვა HR პროექტებში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ჩვენთან დაგხვდება

ჯანმრთელობის
დაზღვევა
კორპორატიული დაზღვევა ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის!
კვება
გემრიელი შესვენება ყველა თანამშრომლისთვის!
ჯანსაღი
ცხოვრება
სპორტულ აქტივობებში ჩვენი მიღწევები გვეამაყება!
კონკურენტული
ანაზღაურება
ჩვენთან ანაზღაურება მზარდი და კონკურენტულია!
განვითარების
შესაძლებლობა
შეიცვალე პოზიცია, დაიფინანსე პროფესიული ტრენინგები ან ისწავლე რამე ახალი!
საპენსიო დანაზოგი
თანამშრომლის საპენსიო შენატანს სრულად კომპანია ფარავს!
ჩვენს შესახებ

კროკობეთი არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ონლაინ თამაშების სივრცეში, რომელიც პროფესიონალ გუნდთან ერთად ქმნის საუკეთესო გასართობ სივრცეს და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას, ინოვაციურ გარემოსა და მრავალფეროვან პროდუქტებს