Infinity Fun!

სერვისების მონიტორინგის სპეციალისტი

ვაკანსია აქტიურია: 19.06.2023
ცოდნა და უნარები:

* აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);

* აუცილებელია HTML, CSS-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;

* უპირატესობად ჩაითვლება JavaScript-ის ცოდნა;

* სასურველი უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);

* დეტალებზე ორიენტირებულობა;

* კომუნიკაბელურობა;

* რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი (Multitasking);

რისი კეთება მოგიწევს:

* საიტისა და პროდუქტების გამართულად მუშაობის კონტროლი;

* პრობლემის იდენტიფიცირება და მის გადასაჭრელად გადაწყვეტილების სწრაფად მიღება;

* კომუნიკაცია, როგორც დეველოპერებთან და პროდუქტების მომწოდებლებთან, ასევე კომპანიაში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ჩვენთან დაგხვდება

ჯანმრთელობის
დაზღვევა
კორპორატიული დაზღვევა ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის!
კვება
გემრიელი შესვენება ყველა თანამშრომლისთვის!
ჯანსაღი
ცხოვრება
სპორტულ აქტივობებში ჩვენი მიღწევები გვეამაყება!
კონკურენტული
ანაზღაურება
ჩვენთან ანაზღაურება მზარდი და კონკურენტულია!
განვითარების
შესაძლებლობა
შეიცვალე პოზიცია, დაიფინანსე პროფესიული ტრენინგები ან ისწავლე რამე ახალი!
საპენსიო დანაზოგი
თანამშრომლის საპენსიო შენატანს სრულად კომპანია ფარავს!
ჩვენს შესახებ

კროკობეთი არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ონლაინ თამაშების სივრცეში, რომელიც პროფესიონალ გუნდთან ერთად ქმნის საუკეთესო გასართობ სივრცეს და მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას, ინოვაციურ გარემოსა და მრავალფეროვან პროდუქტებს